ვიქტორია ბექჰემმა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ახალი, 2018 წლის საგაზაფხულო კოლექცია წარადგინა - მისი "ძალაუფლების მოყვარული ქალი" გაზაფხულზე უფრო რბილი, მშვიდი და მოდუნებულია. ბრიტანელი ლამაზმანი მკაცრი ოფისის ფორმას ისევ ტოვებს და უპირატესობას პასტელურ ფერებს ანიჭებს: ვიქტორია ჰაეროვან ქვედაბოლოებს, კოსტიუმებს და მასიურ საყურეებს გვთავაზობს.
დევიდ და ბრუკლინ ბექჰემებმა ვიქტორიას მხარი დაუჭირეს და ჩვენებას დაესწრნენ. ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოებითა და სურათებით ნათელი გახდა, რომ მამა და ვაჟიშვილი მისით ძალიან ამაყობდნენ.