ბედისწერა ცხოვრებაში წარმოუდგენელი გზებით მოქმედებს. ელსა ჰოსკის ბიოგრაფია ამის ნათელი მაგალითია. ამ „სილამაზის დედოფალს“ სტოკჰოლმიდან, სამოდელო კარიერაში მოღვაწეობა საერთოდ არ სურდა. მას უფრო მეტად ათლეტური სხეული ჰქონდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, გამოჩენილი ქალი კალათბურთელი სურდა გამხდარიყო, მაგრამ ოცნების ასრულება ვერ შეძლო. 2 წლის განმავლობაში ჰოსკი კალათბურთს პროფესიონალურ დონეზე მისდევდა.
ელსას ისტორია იმ მოდელებისგან განსხვავდება, რომლებსაც სავაჭრო ცენტრებში აგენტები პოულობენ. მამამისმა მისი ფოტოები პირდაპირ სააგენტოში გაგზავნა, საიდანაც დაუკავშირდნენ.
-სამოდელო ბიზნესში როგორ მოხვდი?
-13 წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა ჩემი ფოტოები ორ სხვადასხვა სააგენტოს გაუგზავნა. მე ამის შესახებ არვიცოდი. „ბიჭური“ ბავშვი ვიყავი, ვთამაშობდი კალათბურთს, ვცხოვრობდი შვედეთში და არაფერი მადარდებდა. მოდელობაზე საერთოდ არ მიოცნებია. შემდეგ, ორივე სააგენტომ გვიპასუხა და მამამ მათთან წამიყვანა. პროფესიონალური ფოტოების გადაღება ძალიან უცხო იყო ჩემთვის.
შვედი მოდელი ელსა ჰოსკი Victoria's Secret-ში 2011-დან მუშაობს. მაგრამ 28 წლის მოდელი ბრენდის „ოფიციალური ანგელოზი“ 2015 წელს გახდა.
დაბადების დღე: 7.11.1988
დაბადების ადგილი: სტოკჰოლმი
სიმაღლე: 1.77
წონა: 56 კგ
ნატურალური თმის ფერი: ქერა
თვალის ფერი: ცისფერი
ზოდიაქო: მორიელი
ჰობი: კალათბურთი და ჰოკეი
ქონება: 5 მილიონი $
ელსასთვის ყველაზე მისაბაძი Victoria's Secret-ის მოდელი ქენდის სვინპულია.
2014 წლის Victorias Secret-ის შოუზე, ჰოსკმა ფრთით კინაღამ არიანა გრანდე დააზიანა.
-ყველამ გაოცდა, როცა შენი რეალური მისწრაფება გაიგეს. რა შეგიძლია მოგვიყვე კალათბურთის კარიერის შესახებ?
-თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე, რადგანაც სკოლაში ყველა გოგონა თამაშობდა. ძალიან მომწონდა და მთელ ენერგიას ვუძღვნიდი მას. მამამ სახლთან კალათი დამიმაგრა და ყოველდღე შემეძლო მევარჯიშა. სკოლის დამთავრებისას უკვე პროფესიონალი ვიყავი, მაგრამ პარარელურად მოდელობასაც მივდევდი და შეთავსება რთული აღმოჩნდა. ყოველდღე უნდა მევარჯიშა, შაბათ-კვირას კი მატჩებში მიმეღო მონაწილეობა. მართლა მენატრება ის დრო!
როგორია სპორტსმენი მოდელის სავარჯიშო რეჟიმი?
-მიყვარს ბოქსი და ვცდილობ მისით დავკავდე. ზოგადად, სავარჯიშო დარბაზში დიდი დროის დაყოფა არ მიყვარს. თუ მრავალფეროვანი აქტივობებით არ დავკავდი, მბეზრდება.
-სხვა „ანგელოზებთან“ ერთად თუ ვარჯიშობ?
როცა ვმოგზაურობთ, ვცდილობთ ერთად ვივარჯიშოთ. ყველა სხვადასხვა რამეს გასწავლის, რადგანაც ყველა სხვადასხვანაირად ვარჯიშობს, რაც მრავალფეროვანი და გასართობია.
ჩემი საუზმეა: კვერცხი და ბეკონი
3 ინგრედიენტი, რომელსაც ჩემ მაცივარში ყოველთვის იპოვნით:
პომიდორი, ბერძნული იოგურტი და კიტრი.
ელსა თავის შეყვარებულთან ტომ დელისთან ერთად: