კომპანია ადიდასმა თავისი კრეატიულობა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა - კომპანიამ შექმნა სპეციალური სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ლუდის ლაქებსა და ხანგრძლივ გულისრევას უძლებს. ფეხსაცმელი სპეციალურად ფესტივალ "ოქტობერფესტისთვის" შეიქმნა და გაყიდვაში შეზღუდული რაოდენობით ჩაეშვება.
მიუხედავად ორიგინალური ჩანაფიქრისა, ადიდასის ახალი ფეხსაცმელის დიზაინი გვერდს არ უვლის კომპანიის არჩეულ სტილს და დახვეწილი ვიზუალით გამოირჩევა - მუქი ნაცრისფერი მატერია, ყავისფერი ლუდის ფერი ზოლები და თეთრი ტყავი გერმანელების ტრადიციულ ჩაცმულობასაც კი უხდება.„ოქტობერფესტისთვის იდეალური სპორტული ფეხსაცმელი“ - ადიდასმა ყველა დეტალი გაითვალისწინა და ფეხსაცმელს ოქროსფერი ასოებით სიტყვა “Prost” დააწერა - სიტყვა, რომელსაც გერმანელები ლუდის დალევისას იყენებენ. ოქტობერფესტის მოახლოვებასთან ერთად შესაძლოა კომპანიამ მუქ ნაცრისფერს სხვა ფერებიც დაუმატოს.
ახალი პროდუქტის შეძენა ადიდასის მიუნჰენის ფილიალში 209 დოლარად იქნება შესაძლებელი.