იმის მიუხედავად, რომ 16 წლის კაია გერბერმა მოდის სფეროში უკვე თავი დაიმკვიდრა, კარიერულ გზას ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს. ცნობილი გამოცემებისთვის გადაღებული ბევრი ფოტოსესიის შემდეგ გუშინ საღამოს გოგონა პოდიუმზე პირველად გამოვიდა.
სინდი კროუფორდის ქალიშვილმა Calvin Klein-ის ჩევენებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2018 წლის გაზაფხულის კოლექცია წარადგინეს.
ინსტაგრამ გვერდზე მოდელმა დაწერა: "სიტყვები არ მეყოფა, რომ აღვწერო რას ვგრძნობ. ძალიან მიყვარხარ რაფ!" (რაფ საიმონსი დიზაინერი)
შოუს შემდეგ დედა-შვილმა აღნიშვნის ფოტოებიც გაგვიზიარა:
საინტერესოა, რომ 90-იანებში სწორედ Calvin Klein-მა გახადა სინდი კროუფორდი პოპულარული.