Vanity Fair-მა ცოტა ხნის წინ, 2017 წლის საუკეთესოდ ჩაცმულთა რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ისეთი პოლიტიკური ფიგურები მოხვდნენ, როგორებიც არიან ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონები, ბარაკ და მიშელ ობამა და ჯასტინ ტრიუდო. მაგრამ, მელანია ტრამპი სიაში ვერ მოხვდა, რამაც კონსერვატორების გაღიზიანება და გაბრაზება გამოიწვია.
ცნობილმა პირებმა და გამოცემებმა ტვიტერზე Vanity Fair ზედმეტად უცნაურ გადაწყვეტილებაში დაადანაშაულეს. როგორც სჩანს ბევრი ადამიანი თვლის, რომ აშშ-ს ახლანდელი პირველი ლედი უკეთესი სტილით გამოირჩევა ვიდრე მიშელ ობამა და ბრიჯიტ მაკრონი. მაგრამ სიტუაციაში მეორე მხარეც გამოიკვეთა: ორივე ქალბატონი სიაში ქმართან ერთად, წყვილების კატეგორიაში მოხვდა და არა ინდივიდუალურად, რამაც შესაძლო გახადა ის, რომ მელანია ქმრის გამო "დაიჩაგრა".
ქალთა რიგებში მოხვდნენ: შარლოტა გეინსბურგი, სოლანჯ ნოულსი, რიანა, ესპანეთის დედოფალი ლეტიცია, ამელია უინძორი და დაშა ჟუკოვა.
კაცები: როჯერ ფედერერი, ლებრონ ჯეიმსი, ჰარი სტაილზი და ჯასტინ ტრიუდო.
ჰოლივუდი: ქეით ბლანშეტი, ზოე კრავიცი, რუთ ნიგა და დევ პატელი.
წყვილები: ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონები, მეფე უილიამ-ალექსანდრე და ჰოლანდიის დედოფალი მაქსიმა, ბარაკ და მიშელ ობამები