იტალიური სტილის აღიარებული საკულტო დიზაინერები ბრენდის Attico-ს ფუძემდებლები სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც მსოფლიოს აჩუქა „ინსტაგრამის კაბები“. უკვე ცნობილია რა დგას იტალიური სტილის Dolce Vita-ს უკან, თავიდანვე გაფრთხილებთ, რომ ეს სტილი მხოლოდ Dolce & Gabbana-ს კაბების დიზაინით არ შემოიფარგლება.
წესების არარსებობა
იტალიელი ქალების ჩაცმის სტილის მთავარი წესი წესების არარსებობაა. ბრენდის Attico ერთ-ერთი დიზაინერი ჯოვანა ბატალია ირწმუნება: „იყავით ის რაც ხართ რამდენადაც ეს შესაძლებელია, არ შეგეშინდათ ჩაიცვათ თქვენთვის სასურველი სამოსი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს უხეშად გამოიყურება. მოდა - ეს არის ინსტუმენტი, რომელიც ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაში გვეხმარება.“ ასე რომ მზიანი იტალიის მცხოვრებლები სწორედ ამ წესს მისდევენ.
ფერების თამაში
იტალიელების მინიმალისტებად მოხსენიება უდიდესი შეცდომა იქნება - მათ არასდროს ეშინიათ ფერების. ერთ ჩაცმულობაში ცისარტყელის ყველა ფერის გაერთიანება მათთვის ძალიან მარტივი საქმეა. მთავარია, რომ ეს ყველაფერი მათ სტილში საკმაოდ ბუნებრივად ჯდება, რადგან იტალიელებისთვის მოდა მხიარული თამაშია.
ტანსაცმლის მატერიების შეხამება
ტექსტილის მრეწველობით განთქმულ ქვეყანაში ქსოვილების მრავალფეროვნების არ გამოყენება სირცხვილადაც კი ითვლება. ნაქარგები, ბეწვი, ხავერდი, აბრეშუმი - იტალიელები ყველა ფაქტურას თამამად და გემოვნებიანად ახამებენ ერთმანეთთან.
ნათელი ფერის აქსესუარი
აქსესუარი არა მხოლოდ ნათელი ფერის, არამედ ყურადღების მისაქცევიც კი უნდა იყოს. ჩანთა, ყელსაბამი, ბროში, სათვალეები თუ საყრეები - იტალიელი ქალის ჩაცმულობაში ერთ-ერთი მაინც უნდა იქცევდეს ხალხის ყურადღებას საკუთარი ფერით. მათი ჩაცმულობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მოსაწყენი.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, შეიძლება ეს მსხვერპლი უმნიშვნელო იყოს, თუმცა მისი გაღება აცულებელია. იტალიელი მოდური ქალები არასდროს არ გაუშვებენ ხელიდან შანსს გამოიყენონ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ ფეხსაცმელს ჯინსებთან, კაბასთან თუ სხვა ტიპის სამოსთან ჩაიცვამენ.