ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ტომ ფორდის მოდის ჩვენება შედგა. ადრე დიზაინერი შემდეგ პოლიტიკას ატარებდა: ტანისამოსის გაყიდვას უკვე შოუს შემდეგ იწყებდა, ამჯერად კი გადაწყვიტა გაყიდვა ნახევარი წლის შემდეგ წამოეწყო. ამერიკელი დიზაინერის ახალი კოლექცია წინა კოლექციებისგან გამორჩეულია. ტომმა ჰოლივუდში 80-იანების დღესასწაული დააბრუნა!
ჩვენებაში მონაწილეობა ჯიჯი ჰადიდმა და კენდალ ჯენერმა მიიღეს. გოგონებს შოუსთვის მოკლე ვარცხნილობა მოარგეს.