დღეს ქეით მიდლტონის ორსულობასა და ჩაცმის სტილს ყველა აქტიურად განიხილავს. იყო დრო, როცა პრინცესებსა და დედოფლებს მთელი ორსულობის განმავლობაში სასახლეში ჩაკეტვა უწევდათ, ახლა კი თანამედროვე მონარქი ლაამზმანები ფეხმძიმობის პერიოდში ყოველდღიურად საოცრად დახვეწილი იმიჯით გვევლინებიან.
უელსის პრინცესა დაიანა
რაც უფრო მეტი დრო გადის დაიანას გარდაცვალებიდან, მით უფრო საკულტო პერსონაჟი ხდება ქალბატონებისთვის. უილიამისა და ჰარის დედა საოცარი გემოვნებიანობით გამოირჩეოდა.
გრეის კელი, მონაკოს პრინცესა
მიუხედავად იმისა, რომ გრეისი ჟურნალისტებისგან დამალვას ცდილობდა, ორსულობისას მისი ყოველი გამოჩენა საოცრად ეფექტური იყო.
შარლენი, მონაკოს პრინცესა
ახლანდელი მონაკოს პრინცესა კი გაცილებით გახსნილია მედიისთვის. ალბერის მეუღლე ორსულობისას საკმაოდ ხშირად ჩნდებოდა საჯარო ადგილებში.
ესპანეთის დედოფალი ლეტიცია
მეფე ფილიპთან ერთად ორ ულამაზეს პრინცესას ზრდიან.
დანიის პრინცესა მერი
ორი პრინცისა და ორი პრინცესას მშობელზე მორიგი ორსულობის ჭორები ამ ზაფხულში დადიოდა.
ბელგიის დედოფალი მატილდა
მატილდამ პირველი შვილი 33 წლის ასაკში გააჩინა, მას შემდეგ კი კიდევ სამი შვილის დედა გახდა.
ჰოლანდიის დედოფალი მაქსიმა
ჰოლანდიის დედოფალმა მესამე შვილი ქეითის მსგავასდ 36 წლის ასაკში გააჩინა.
ბრიტანეთის პრინცესა ანა
ელიზაბეტ მეორის ერთადერთმა ქალიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შვილები ჩვეულებრივ ბავშვებად გაეზარდა და არა სამეფო წევრებად. მისი ვაჟიშვილი ახლა ბიზნესმენია, გოგონა კი სპორტსმენი.
Mette-Marit, ნორვეგიის პრინცესა
ეს ქალბატონი სამეფო ოჯახში საკუთარი შვილით შევიდა, რომელიც ახლა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და სამეფო ოჯახის წევრად არ ითვლება. მონარქისგან კი ორი შვილი ეყოლა.
შვედეთის პრინცესა მადლენი
სამეფო პროტოკოლის მიხედვით მადლენმა გათხოვება და პირველი შვილის გაჩენა მხოლოდ უფროსი დის შემდეგ შეძლო.
შვედეთის პრინცესა სოფია
და ბოლოს, შევედეთის მომავალი სამეფო წევრების გაჩენას სოფიაც უერთდება.