ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ქეით მილდტონი მესამე შვილზეა ორსულად. სანამ ბრიტანეთის სამეფოს მომავალ გმირს ველოდებით, წარმოგიდგენთ კემბრიჯის ჰერცოგინიას მოდის ევოლუციას შარლოტასა და ჯორჯზე ორსულობის პერიოდში. დიზაინერები მის ორსულობის იმიჯს ბრწყინვალედ ახასიათებენ, რადგანაც მას პასტელური ფერების, ნათელი პრინტების და თამამი გადაწყვეტილებების არ ეშინია.
პირველი ტრიმესტრი
პირველ ტრიმესტრში მუცელი შეუმჩნეველია, თუმცა ქეითმა მომავალ დედებს საყოველთაო მასტერკლასი ჩაუტარა თუ როგორ უნდა ეცვათ მუცლის გაზრდამდე. მწვავე ტოქსიკოზის გამო ჰერცოგინია ამ პერიოდში ფოტოობიექტივების წინ იშვიათად ჩნდება.
პირველი და მეორე ორსულობის დასაწყისი:
პირველი ორსულობის დადასტურებისას Diane von Furstenberg-ს პალტო, მეორეჯერ კი Alexander McQueen-ის პალტოს ფორმის კაბა არჩია.
ამ პერიოდში არც საღამოს კაბებზე თქვა უარი. შესანიშნავად გამოიყურებოდა ჯერ Alexander McQueen-ის ხოლო მომავალში Jenny Packham-ის კაბაში.
მეორე ტრიმესტრი
რთული პირველი პერიოდის შემდეგ, მიდლტონი ფორმას მალევე უბრუნდება და ოფიციალურ ღონისძიებებსაც გაცილებით აქტიურად ესწრება. მუცელი უფრო შესამჩნევი ხდება და ქეითს გარდერობის გამოცვლა უწევს. ჯორჯზე ორსულობის მეოთხე თვეში Max Mara-ს კაბა, ხოლო შარლოტას დროს Matthew Williamson-ს ცისფერი მანტო არჩია.
მეორე ტრიმესტრი ქეითს ორივეჯერ ცივ სეზონებზე მოუწია, ამიტომაც თავს ფერადი მანტოებით იწონებდა.
2013-2015
მესამე ტრიმესტრი
საფინალო ტრიუმფი - ჰერცოგინია უკვე მზადაა ახალ ბედნიერებას შეხვდეს. ლონდონის ქუჩებში ნელ-ნელა თბებოდა. ჯორჯი შუა ზაფხულში, შარლოტა კი მაისში დაიბადა. ქეითის სტილი უფრო რომანტიკულ იერს იძენდა.
2013:2015