ტალღოვანი და ბუმბულის მსგავსი წარბების შემდეგ სილამაზის ბლოგერებმა ახალი ინსტაგრამ ტრენდი ჩამოაყალიბეს - დაწნული წარბები.
პირველად ეს ხერხი ლოს ანჯელესელმა ბლოგერმა ეროს გომეზმა გამოიყენა, თუმცა ძალიან მალე გამოტყდა, რომ სურათი ფოტოშოპით იყო დამუშავებული. ზოგიერთი ბლოგერი ამ იდეამ მოხიბლა და მათაც დაიწყეს წარბების რედაქტირება კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, დანარჩენებმა კი მოიფიქრეს თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ დაწნული წარბები რეალურ ცხოვრებაში ჯაგრისისა და წარბის ლაინერის დახმარებით.
ახალმა ტრენდმა საზოგადოების დიდ ნაწილში ირონიული დამოკიდებულება გამოიწვია, რადგან, როგორც ჩანს, ხალხს მობეზრდა წერბებზე ჩატარებული ახალი ექსპერიმენტები.