5 სექტემბერს ფრედი მერკური 71 წლის გახდებოდა. 26 წელია, რაც მუსიკის გამორჩეული არტისტი დავკარგეთ, მისი შემოქმედება დღემდე უამრავ მუსიკოსს შთააგონებს, მათ შორის ლედი გაგას. Queen-ის ადრეულ წლებში ფრედიმ განაცხადა: "არ ვაპირებ ვარსკვლავი ვიყო, მე ლეგენდა უნდა გავხდე" და მას შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე ყველა შოუში მთელი არსებითა და გულით მღეროდა. მერკურიმ არამხოლოდ მუსიკაზე, არამედ მოდაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედა. მის იმიჯში მისი ხასიათის განსხვავებული შტრიხები იყო გადმოტანილი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმეორებდნენ. მოდის ინდუსტრიაში კი მისი სტილი დღემდე ასახვას ჰპოვებს. სულ მალე ეკრანებზე ბიოგრაფიული დრამა გამოვა, სადაც ფრედი მერკურის როლს რემი მალეკი შეასრულებს.
Rock magazine-ის გარეკანზე
#1 ოკლენდი, 1978
#2 1970
#3 ოკლენდი 1982
#4 ლას-ვეგასი
#5 ტოკიო 1979
#6 1986
#7 1986
#8
#9
#10