დედოფალი ბი თანამედროვე პოპ მუსიკის მოვლენად ითვლება. ერთ ადამიანში გაერთიანებულია არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემები, ულამაზესი ქორეოგრაფია და დაუვიწყარი ჩაცმულობა. მომღერალს მოდა სისხლში აქვს: არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ბიონსეს დედა თინა ნოულზი პროფესიით დიზაინერია და სწორედ ის დაეხმარა ტანსაცმლის შერჩევაში შვილსა და მის მეგობრებს კელი როულენდსა და მიშელ უილიამსს Destiny’s Child-ის პირველი გამოსლისთვის.
ბიონსეს 22 პრიზი და 62 გრემის ნომინაცია აქვს, რაც მას რეკორდსმენად აქცევს ყველა დროის ყველაზე პოპულარული მუსიკალური პრემიის მფლობელთა რანგში. იქამდე, სანამ მომღერლის თანამედროვეები ცდილობენ მას დაეწიონ დედოფალი ფანტასტიკური სილამაზის „ვიზუალურ ალბომს“ იღებს, სადაც Agent Provocateur-ის ქალის თეთრეულით და Gucci-ის სამოსით ცეკვავს. გარშემო კი უამრავი ძვირადღირებული ავტომობილი დგას. გასტროლებზე წასვლისას ბიონსეს Ralph & Russo-ს რამდენიმე ჩემოდანი მიაქვს.