ამ წელს, კენდალ ჯენერს ორ ბიჭთან ურთიერთობას მიაწერდნენ: რეპერ A$AP Rocky-სთან და კალათბურთელ ბლეიკ გრიფინთან. შაბათ საღამოს, ჯენერი ერთ-ერთ მათგანთან, კერძოდ კი გრიფინთან შენიშნეს.
LA Clippers-ის მოთამაშემ და მოდელმა ერთად ივახშმეს. ორივეს ტროპიკული პრინტით გაფორმებული სამოსი ეცვა. კენდალი ხშირად ამბობს, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო პირადი ცხოვრებისთვის არ სცალია. თუმცა, ბლეიკთან პაემნის შემდეგ საკმაოდ ბედნიერი ჩანდა.
კვირას დღისით, მასთან ერთად ლოს-ანჯელესის სანაპიროზე ატარებდა დროს.