ტეილორ სვიფტი საკურთხეველთან მისვლას ჯერჯერობით არ ჩქარობს. ამ შაბათ-კვირას მომღერალმა უახლოესი მეგობრის, ებიგეილ ანდერსონის ქორწილი მეჯვარის სტატუსით დაამშვენა. ტეილორს ბორდოსფერი, მრავალშრიანი კაბა ემოსა, სახეზე კი აქცენტი ტუჩების მკვეთრ ფერზე გააკეთა. აქსესუარების ნაკლებობით ლამაზმანმა მარტივი, მაგრამ დახვეწილი იმიჯი შექმნა.
ტეილორი და ებიგეილი ერთმანეთს კოლეჯიდან იცნობენ. გოგონა სვიფტის ერთ-ერთი სიმღერის Fifteen-ის გმირიც კია. უკვე წლებია, რაც მათ შესაშურ მეგობრობას ყველა ხედავს.
ვარსკვლავმა ქორწილი სასაცილო ხერხით დატოვა. ის გულშემატკივრებს დაემალა:
ტეილორ სვიფტი მეჯვარე პირველად არ ყოფილა. მას ბავშვობის მეგობრის ქორწილშიც ხვდა მეჯვარეობის პატივი. გოგონები ერთმანეთს 4 წლიდან იცნობენ.