ანჯელინა ჯოლი საკუთარი ახალი ფილმის First They Killed My Father პრეზენტაციებს აქტიურად მართავს, ამჯერად ის Telluride-ის კინოფესტივალს ესტუმრა. მსახიობმა საზოგადოებაში გამოჩენისთვის უკვე ზედიზედ მეორედ, თეთრი ფერის კაბა არჩია. ფესტივალზე ანჯელინა ცნობილ მსახიობებსა და რეჟისორებს შეხვდა, მათ შორის რეზო გიგინეიშვილს, რომელმაც ფესტივალზე "მძევლები" წარადგინა.
ნატალი პორტმანთან ერთად
ანჯელინას გვერდში ექვსივე შვილი ედგა. მედოქსი ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის აქტიური წევრიცაა. ის დედას ფილმზე მუშაობისას შთააგონებდა. საკუთარ სიტყვაში მსახიობმა აღნიშნა, რომ ეს მისთვის მარტივი არ ყოფილა:
"ახლა ცოტათი მორცხვი ვარ, რადგანაც აღარ ვარ ისეთი ძლიერი როგორც ადრე. ემოციურად ძალიან რთული წელი იყო და არც ჯანმრთელობამ შემიწყო ხელი. ნამდვილად არ მსიამოვნებს მარტო ყოფნა, ეს არ არის ის რაც მსურდა.
ძალიან მინდოდა მედოქსს კამბოჯის ისტორია უკეთ შეესწავლა, ამიტომაც ვფიქრობ ეს ფილმი მისთვის მნიშვნელოვანი თავგადასავალი აღმოჩნდა. ყველაზე მეტად რაც მაოცებს ჩემი შვილების დამოკიდებულებაა ერთმანეთთან. ისინი ეხმარებოდნენ ერთმანეთს და საოცრად მეხმარებოდნენ მე."
ლოს-ანჯელესში გამართულ პრემიერაზე: