ფემინიზმის ტალღა სილამაზის ინდუსტრიაზეც მოქმედებს და მას ახალ, ძლიერი ქალის ხასიათს აძლევს. სუნამოს Miss Dior ახალ სარეკლამო რგოლში ჩვეულებრივ ნაზი, თუმცა დამოუკიდებელი გმირი ნატალი პორტმანი თავის ხასიათს ავლენს და ამავდროულად ემორჩილება გრძნობებს, უშიშრად ხტება წყალში ხიდიდან, უყვირის, ეხუტება, ურტყამს, კოცნის, გაურბის და ქვიშაზე ტოვებს წარწერას საყვარელი მამაკაცისთვის. ვიდეორგოლს Sia-ს ცნობილი ჰიტი Chandelier აფორმებს. ემანუელ კოსის მიერ გადაღებული კლიპის გმირი ვიდეოს ამთავრებს სიტყვებით: „და თქენ რას გააკეთებდით სიყვარულისთვის?“