ამერიკული ბრენდის Tommy Hilfiger-ის და ჯიჯი ჰადიდის საერთო კოლაბორაციის შედეგად უკვე მესამე კოლექცია გამოვიდა, რომელიც 90-იანების "როკ-ენ-როლის" იმიჯს ეძღვნება. კადრში ვხედავთ კუბოკრულ კაბებს, ტოპებს, თექის პალტოს და აშ. საერთო კოლექციის ავტორები კმაყოფილები არიან: "მე და ჯიჯის გვსურდა, რომ ეს სეზონი მაქსიმალურად გლამურული და თამამი გაგვეხადა და კოლექციის შექმნის პროცესით ნამდვილად ვისიამოვნეთ. ყოველთვის ვთვლიდი, რომ სწორედ ჯიჯია სტილის ეტალონი."-აცხადებს დიზაინერი.
არც მოდელმა შეიკავა თავი კომენტარისგან:
"ტომთან თანამშრომლობამ საკუთარი ინდივიდუალურობის გამოვლინება მასწავლა და შთაგონებას გარშემო უკვე ყველაფერში ვპოულობ. წინა ორი კოლექციის მსგავსად, საკუთარი სტილის ერთგული დავრჩი და Tommy Hilfiger-ით საკუთარ ხედვას გადმოგცემთ."
სრულ კოლექციას 19 სექტემბერს ლონდონში, Tommy Hilfiger-ის ჩვენებაზე ვიხილავთ. პოდიუმზე წარმოდგენილი სამოსის შეძენა ბრენდირებული მაღაზიების გარდა tommy.com -ზეც შეგიძლიათ.