Victoria’s Secret-მა წლევანდელ შოუზე 14 ოფიციალური "ანგელოზის" გარდა, 46 მოდელი დაამტკიცა და სრულმა რაოდენობამ 60 გოგონას მიაღწია. თუმცა, მოდელების რეკორდული რაოდენობა ამით არ დასრულებულა და 60 გოგონას, კარლი კლოსი, ბელა და ჯიჯი ჰადიდებიც შეემატნენ. კენდალ ჯენერი ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოდიოდა ბრენდის შოუზე, თუმცა, წელს მის მეგობრებთან ერთად შანხაიში არ გაემგზავრება.
როგორც კარდაშიანების ოფიციალური წარმომადგენლები ავრცელებენ, კენდალმა წელს თავისი სურვილით არ გამოხატა შოუში მონაწილეობის მიღების სურვილი. ამის მიზეზი კი მილიონ დოლარიანი კონტრაქტია, რომელიც მან La Perla-სთან დადო. ეს თეთრეულის ცნობილი ბრენდი Victoria’s Secret-ის კონკურენტია და კენდალს კონტრაქტის მიხედვით "ანგელოზის ფრთების" მორგება ეკრძალება.
სწორედ ცოტა ხნის წინ გავრცელდა La Perla-ს ახალი სარეკლამო კამპანია, რომლის სახეც კენდალ ჯენერია.