ცოტა ხნის წინ, ჯიჯი ჰადიდმა დაადასტურა, რომ წლევანდელ Victoria's Secret-ის შოუზე მონაწილეობას მიიღებს. მისთვის ეს უდიდესი პატივია და სოციალურ ქსელში ამ ფაქტზე დიდი აღტაცება გამოხატა: "ოცნებები ხდება! დიდი მადლობა ამ დაუვიწყარი შესაძლებლობისთვის, რადგანაც ეს მე ისევ მეოცნებე ბავშვად მაქცევს!". შეგახსენებთ, რომ წელს, ბრენდი შოუს შანხაიში მართავს.
სამწუხაროდ, ყველა გულშემატკივარი ამ ფაქტით არ აღფრთოვანებულა. აზიელების ნაწილი მოდელს მიმართავს, რომ ჩინეთს არ ესტუმროს, რადგანაც მათ ეს არ სურთ.
ყველაფერი კი ბელას ადრე დადებულმა ვიდეომ გამოიწვია: ჯიჯის ბუდას გამოსახულებიან ნამცხვარს ჩუქნიან, მოდელი კი მას სახეზე იდებს და მიმიკით მიმსგავსებას ცდილობს.
ჯიჯის პოსტზე, სადაც Victoria's Secret-ის შოუში მონაწილეობას ადასტურებს, ნეგატიური კომენტარები იმდენად მომრავლდა, რომ სუპერმოდელს პოსტზე კომენტარების გრაფის გაუქმება მოუწია: "შენ აზიელების დისკრიმინაციას ეწევი, არ ჩამოხვიდე ჩინეთში"-წერდნენ გაბრაზებული ინსტაგრამის მომხმარებლები და მას რასიზმში ადანაშაულებდნენ.
ჯიჯიმ ერთ-ერთ საინფორმაციო წყაროს ამ ფაქტზე შემდეგი კომენტარი მიწერა:
"ვიდეოდან ამოღებული ეს ფოტო კონტექსტიდანაა ამოვარდნილი და არასწორი იარლიყი აქვს მიკრული. მასევდიანებს ის, რომ ადამიანები გულნატკენები არიან, იმის გამო, რომ ვიღაცამ ისეთი ისტორია შექმნა, რაც არაადეკვატურია. ეს უკვე ინტერნეტში ისე ჩაიბეჭდა, რომ ერთადერთი რითიც საკუთარი თავის დამტკიცება შემიძლია, არის ის რომ ვაჩვენო ადამიანებს ვინ ვარ. ჩინეთში გატარებული დრო შესანიშნავად მახსოვს და აზიელი ხალხის მიმართ არაფერი მამოძრავებს უდიდესი პატივისცემის გარდა. ვიმედოვნებ ადამიანები ჩემზე საკუთარი წარმოდგენის მიხედვით განმსჯიან, და არა იმ არასწორი სცენარის მიხედვით, რომელიც ვიღაცამ სოციალურ ქსელში შექმნა. ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები და სიყვარულს გამოვხატავ. მინდა ყველამ, ვინც სკეპტიკურადაა განწყობილი, სამართლიანად შემაფასოს ჩემი რეალური პერსონიდან გამომდინარე."