31 აგვისტოს, პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან 20 წელი გადის. პრინცმა უილიამმა და ჰარიმ გააწყვიტეს ქეით მიდლტონთან ერთად პრინცესა დაიანას მემორიალი მოენახულებინათ. სამეფო ოჯახი პრინცესას სახელობის ლონდონის ბაღს ეწვია. ქეითს მომხიბვლელი ღია მწვანე ფერის "პრადას" კაბა ემოსა, რომელიც ბაღში სტუმრობისთვის კრიტიკოსებმა საუკეთესო გადაწყვეტილებად შეაფასეს. დღეს, პრინცესას სახელზე ლონდონში უამრავი ღონისძიება იმართება.