თუ თქვენს გარდერობში საყვარელი ცისფერი შარვალი მოიპოვება და თვლით, რომ მისი ტარება ცოტა ძველმოდურად გაქცევთ არ იჩქაროთ მისი გადაგდება - თქვენ შეგიძლიათ საზაფხულო განწყობა შეინარჩუნოთ შემოდგომის თბილ დღეებში და ამავდროულად იყოთ ძალიან მოდური. ნაჭრის ლურჯი შარვალი შეიძლება ჯინსის შემცვლელადაც კი გამოიყენოთ, როგორც ვიქტორია ბექჰემი და კენდალ ჯენერი აკეთებენ. ის შეიძლება ჩაიცვათ საზაფხულო მაისურთან და კუბოკრულ მოსაცმელთან ერთად, როგორც Calvin Klein-ის ჩვენებაზეა. ყვავილების ფაქტურიან მაისურთან ერთად კი შეძლებთ შეინარჩუნოთ სოლიდური იმიჯი და არ დაკარგოთ საზაფხულო, მხიარული განწყობა.