ბელა ჰადიდის სახე სექტემბერში მსოფლიოს ათობით წამყვანი ჟურნალის ყდაზე იქნება, თუმცა სანამ საზოგადოება ჰადიდითაა აღფრთოვანებული პოპულარულმა ამერიკულმა ჟურნალმა Fashion Week Daily-მ კენდალ ჯენერი ბოლო ათწლეულის ყველაზე მოდურ გოგონად გამოაცხადა. პრიზი კი მოდელს ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დროს, 8 სექტემბერს გადაეცემა.
ეს წოდება კენდალს ყოველწლიური პრემიის Fashion Media Awards-ის ჟიურის წევრებმა მიანიჭეს, ასე რომ კარდაშიანების მთელს ოჯახს შეუძლია მისით იამაყოს. ასევე გამოვლინდნენ სხვა გამარჯვებულებიც: საუკეთესო მამაკაცი მოდელის ტიტული ახალგაზრდა ჯორდან ბარეტს მიენიჭა, წლის ყველა კრეატიული პერსონის კი მარიო ტესტინოს.