მოდასა და კინოს შორის კავშირი განსაკუთრებული ხდება, რადგანაც კინო ხშირად ქმნის ყველაზე მოდური კოსტიუმებისა და სამოსის ინსპირაციის წყარო. ამ ფილმების შთაგონებას აუცილებლად გადააწყდებოდით მსოფლიო მოდის კვირეულებზე.
#1 PARIS, TEXAS (1984)
ვიმ ვენდერსის ფილმი მომხიბვლელ ისტორიაზეა, რომელიც ეკრანზე საოცარი ვიზუალურობით აისახა.
#2 THE ROYAL TENENBAUMS (2001)
გვინეტ პელტროუს გმირი ვარცხნილობითა და სამოსით ყველასგან გამორჩეული და ადვილად საცნობი გახდა. მისი იმიჯი ადამიანის ხასიათის ბევრ ასპექტს აერთიანებს.
#3 FUNNY FACE (1957)
Funny Face მოდის ინდუსტრიის ნამდვილი სატირაა, რომელიც დასაწყისიდან ბოლომდე შთამბეჭდავ სამოსს გვანახებს. ოდრი ჰეპბერნი თითქმის ყველა როლში ახალგაზრდა მოდის მეამბოხეს განასახიერებს, რომელსაც მუდამ გემოვნებიანად აცვია.
#4 BREAKFAST AT TIFFANY'S (1961)
სწორედ ამ ფილმის მეშვეობით შექმნა ოდრი ჰეპბერნმა კულტი, რომ "შავი კოქტეილის კაბა ყველა გოგონას გარდერობში უნდა იყოს." ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ კაბაზე Givenchy -იმ იზრუნა.
#5 CHARADE (1963)
"ოდრი ჰეპბერნის ყველაზე სასაცილო მოდური ფილმი" - "შარადისთვის" შექმნილმა კოსტიუმებმა "პარიზელი fashionista-ს" იმიჯი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიზაინერის მიერ იყო შექმნილი, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.
#6 AND GOD CREATED WOMAN (1956)
ამ ფილმმა ბრიჯიტ ბარდო ვარსკვლავი გახადა და მას მოდური გოგონას სახელი დაუმკვიდრა. Balmainის მიერ შექმნილმა კოსტიუმებმა ეროტიკული სიმბოლიზმი წარმოშვა.
#7 BELLE DE JOUR (1967)
შეუდარებელი კატრინ დენევი, რომელიც კონსერვატიულ დიასახლისს თამაშობს, სექსუალური ფანტაზიებით - მისი ივ სენ ლორანის გარდერობი მოწესრიგებული და ცივია.
#8 A SINGLE MAN (2009)
კოლინ ფერტის კოსტიუმები არიან ფილიპმა შექმნა და არა ტომ ფორდმა - როგორც ეს ყველას ჰგონია. აქ თითქოს ტანისამოსიც კი გვესაუბრება, რადგანაც პერსონაჟის ხასიათს საუკეთესოდ გამოხატავს.
#9 TAXI DRIVER (1976)
დაიან ფონ ფურშტენბერგის სამოსი ეკრანზე ასეთი მიმზიდველი არასოდეს ყოფილა: ახალგაზრდობა, თავისუფლება, სტილი და კომფორტი.
#10 THE FIFTH ELEMENT (1997)
"მეხუთე ელემენტმა" ჟან-პოლ გოტიეს დიზაინით შექმნილი კოსტიუმების წყალობით მოდის სამყაროში დიდი გარდატეხა მოახდინა. მილა იოვოვიჩი ამ როლი შესრულებამდე სამოდელო კარიერით იყო ცნობილი, ამიტომაც არ იყო გასაკვირი, რომ ის ფილმს ნამდვილ პოდიუმად აქცევდა. ლუკ ბესონს კარგად ესმის მოდელების როლი კინოინდუსტრიაში, ახლახან დიდი წარმატებით ჩაიარა "ვალერიანის" პრემიერამ, სადაც მთავარ როლს კარა დელევინი ასრულებს.
ლილუს იმიჯი ძალიან დასამახსოვრებელი გახდა, რის გამოც ფილმი დღემდე მნიშვნელოვანი ინსპირაციის წყაროა დიზაინერებისა და ბრენდებისთვის.