Victoria’s Secret შოუსთვის ყოველწლიურად ახალ მოდელებს იყვანს, ზოგიერთ მათგანს ოფიციალურ სახედაც იტოვებს და კონტრაქტს წლების განმავლობაში უფორმებს. არ არის გასაკვირი რომ ამ უდიდესი ბრენდის ჩვენებაში მონაწილეობაზე ბევრი გოგონა ოცნებობს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც რაღაც დროის შემდეგ მას ტოვებენ და თავს ახალ კარიერას უძღვნიან. წარმოგიდგენთ Victoria’s Secret-ის იმ ყოფილ მთავარ ანგელოზებს, რომლებიც ფრთების მორგების შემდეგ, განსხვავებულ კარიერას მისდევენ.
#1 ჰეიდი კლუმი
ახალი კარიერა: წამყვანი, ღონისძიებების მასპინძელი
სწორედ მისმა წარდგენის უნარებმა შექმნა ჰეიდისგან დაუვიწყარი მოდელის იმიჯი. Victoria’s Secret-ის შემდეგ მან წამყვანობა დაიწყო, მისი შოუებიდან ყველაზე ცნობილია America’s Got Talent და Project Runway, რომლის გამოც ემის ჯილდოც კი მიიღო.
#2 კაიტრიონა ბალფე
ახალი კარიერა: მსახიობი
მოდელი ბრენდის მიტოვების შემდეგ სერიალ Outlander-ში გადაიღეს. Victoria’s Secret-სა და Dolce & Gabbana -ს მოგზაურობასა და მსოფლიოს ბევრი ადგილის ნახვას უმადლის.
#3 ემმა ჰემინგ უილისი
ახალი კარიერა: პიარ-მენეჯერი სილამაზის საკითხებში
2001 წელს Victoria’s Secret.-ის პოდიუმზე, ემა ევა ჰერციგოვასა და ტაირა ბენქს შეუერთდა. ბრენდში დაგროვილი ცოდნის წყალობით საკუთარი სილამაზის პროდუქტების ხაზი CocoBaba შექმნა. ბიზნესმენი ქალბატონი ახლა ბრიუს უილისის ცოლია.
#4 რიე რასმუსენი
ახალი კარიერა: ფოტოგრაფია და რეჟისურა
რასმუსენისთვის პოსტ-სამოდელო კარიერა სწორედ ხელოვნების სფეროებს უნდა აერთიანებდეს. "გუჩისა" და "შანელის" მოდელობიდან გოგონამ გადაწყვიტა ხელოვნება თავად შეექმნა. ახლა ფოტოებს იმ ჟურნალებისთვის იღებს, რომელთა ფურცლებზეც მანამდე მოდელობის წყალობით ხვდებოდა.
#5 თრიშ გოფი
ახალი კარიერა: უძრავი ქონების აგენტი
90-იანების ერთ-ერთი წარმატებული მოდელი გამუდმებით ხვდებოდა ჟურნალის ყდებსა და სარეკლამო კამპანიებში. 3 წლის განმავლობაში, გადაბმულად ამშვენებდა Victoria’s Secret-ის შოუს. მოდაში წარმატება - უძრავ ქონებაში წარმატებად ექცა.
#6 ჩანდრა ნორზი
ახალი კარიერა: მოდის ჟურნალისტი
ვინ დაწერს იმაზე უკეთ მოდის ინდუსტრიის შესახებ, ვინც გარკვეული დრო თავად იცხოვრა ამ სფეროში? ჩანდრა Victoria’s Secret-ის ადრეულ შოუებში მონაწილეობდა. ახლა Dallas Morning News-სთვის და FD magazine-სთვის წერს.
#7 ფრედერიკ ვან დერ ვოლი
ახალი კარიერა: ყვავილების ბიზნესის დიზაინერი
ფრედერიკი Victoria’s Secret-ის გამორჩეული "ანგელოზი" იყო - იღებდნენ მის ყველა კატალოგსა თუ სარეკლამო აბრებზე. მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ მოირგო "ანგელოზის" იმიჯი, ყვავილების საკუთარი ხაზი Frederique’s Choice შექმნა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერვისია. გოგონამ ყვავილების სიყვარული საერთაშორისო ბიზნესად აქცია.