პრესისთვის დიდიხანია უკვე ნაცნობია, რომ ქეით მიდლტონს ეჭვიანი ბუნება აქვს. კემბრიჯის ჰერცოგინიას ეჭვიანობა ახასიათებს არამარტო ქმრის, პრინცი უილიამის მიმართ, არამედ იმ სტილის მისაკუთრების მიმართაც, რაც მას საზოგადოებაში დასამახსოვრებელ იმიჯს უქმნის. ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ცდილობს პოპულარობაში არცერთმა სხვა სამეფო ოჯახმა არ აჯობოს. ქეით მიდლტონსა და პრინცესა მერის შორის შეჯიბრი ჯერ კიდევ "საუკუნის ქორწილამდე" დაიწყო. კარლ ლაგერფელდი გოგონებს საერთო გემოვნების გამო "სამეფო დებს" უწოდებდა. მსგავსება ყოველთვის ნათელი იყო: დანიის პრინცესა მერი იდეალურად ირგებდა ქეითის მსგავსს სამოსს.
პრინცესა მერი და ქეითი
2015-2016
2015 წელს, მერი ველოსიპედზე შენიშნეს, მაშინ როცა ბავშვებს ასეირნებდა. პრინცესას ზუსტად ისე ემოსა, როგორც მანამდე ქეითს. მიბაძვამ თავისი შედეგი გამოიღო: 2016 წელს ინგლისელების გამოკითხვის მიხედვით, ევროპელი მონარქების ყველაზე მოდურად ჩაცმულთა სიაში მერიმ ქეითს გადაასწრო.
გარდა სტილისა, დანიელი პრინცესა ქეითს "უბრალო დედის" სტატუსსაც ართმევს. მიდლტონს ბავშვების აღზრდის საკუთარი მეთოდი აქვს, ის მათ დემოკრატიულად უდგება, დაჰყავს ჩვეულებრივ ბაღში და ზრდის თავისუფლად. ცოტა ხნის წინ, მერიმ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც შვილებს საუზმეს თავად უმზადებს, რითიც საზოგადოებაში დიდი აღტაცება გამოიწვია: ხალხს ის მოეწონა "ნორმალურობის" გამო - იმ დედის იმიჯის წყალობით, რასაც ქეითი წლებია იმკვიდრებს.
მსგავსებები სხვადასხვა წელს:
(აღსანიშნავია, რომ მერი მსგავსი იმიჯით საზოგადოებაში ყოველთვის ქეითის გამოჩენის შემდეგ ჩნდებოდა)