ჟურნალ Interview-ს ბოლო ნომერში კიმ კარდაშიანი ამერიკის ყოფილ პირველ ლედის განასახიერებს - ვარსკვლავმა ჯეკი კენედის იმიჯი მოირგო, რითიც საზოგადოების ნაწილში აღშფოთება, ნაწილში კი აღტაცება გამოიწვია. აღშფოთება მეტწილად დაკავშირებული იყო სათაურთან, რომელიც ჟურნალმა ფოტოსესიისთვის გამოიყენა, მათ კიმს "ამერიკის ახალი პირველი ლედი" უწოდეს. კარდაშიანმა ფოტოსესიაში თავის შვილთან ერთად იპოზიორა. გამოცემისთვის გარეკნის 3 სხვადასხვა ვარიანტი გადაიღეს:
"დილის 6 საათზე ვდგები. სანამ ბავშვები გაიღვიძებენ, სპორტით ვკავდები და მოგვიანებით მთელი ოჯახი ერთად ვსაუზმობთ. ამის შემდეგ სამუშაოდ მივდივარ, ოფისში ბევრი იდეა მომდის, რისი რეალიზებაც ცხოვრებაში ძალიან მსურს. ახლა სუნამოების ხაზზე და ბავშვის ტანისამოსის ხაზზე ვმუშაობ. მაგიდაზე 200 მაგალითი მიდევს, რომელთაგანაც საუკეთესოს ვირჩევ"-ჰყვება თავის ცხოვრებაზე კიმი.
"ადრე მანერვიულებდა ის, რასაც ჩემზე ამბობდნენ. თუმცა ახლა, 10 წლიანი შრომის შემდეგ, როცა მეუბნებიან, რომ სათანადოდ ნიჭიერი არ ვარ, შენიშვნას არ ვიღებ. თუ უნიჭო ვარ და არაფერს ვაკეთებ, მაშინ რატომ გახდა ჩემი კარიერა ასეთი წარმატებული? ჩემზე შეგიძლიათ ბევრი რამ თქვათ, მაგრამ იმის აღიარება ნამდვილად მოგიწევთ, რომ ბევრს ვმუშაობ. არ ვმღერი, არ ვცეკვავ და კინოში არ ვთამაშობ, მაგრამ ზარმაცი არ ვარ!"-აცხადებს ვარსკვლავი.