Nike-მა "სვაროვსკისთან" კოლაბორაციის შედეგად, სპორტული ფეხსაცმელი ხელოვნების ნიმუშად აქცია და წვეულების ელფერი შემატა. ბოტასები მთლიანად "სვაროვსკის"თვლებითაა გაფორმებული. "კონკიას ფეხსაცმელი" 7 სექტემბრიდან შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება და მათი ფასი 400 $ იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბრენდის ლეგენდარულ მოდელს Air Max 97 20 წელი უსრულდება. "ნაიკმა" ვერცხლისფერი ბოტასი ამჯერად კრისტალებით მორთო.