დიდი ხანი არ გასულა, რაც ნიკოლ კიდმანს 50 წელი შეუსრულდა. ასაკის მიუხედავად, ლეგენდარული მსახიობი თამამი იმიჯით მაინც გვაოცებს და არაერთხელ დაუდასტურებია, რომ ასაკი მისთვის უბრალოდ ციფრებია. ამჯერად, ნიკოლი ჟურნალ Stellar-ის გარეკნისთვის გადაიღეს. მსახიობი აუზში კორსეტით პოზირებს და გვარწმუნებს, რომ როგორც 30, ისე 50 წლის ასაკშია შესაძლებელი მშვენივრად გამოიყურებოდე:
"იცით, ეს ჩემი ცხოვრებაა და ჩემი ასაკი ძალიან მაბედნიერებს"-აცხადებს ნიკოლი.