მიმდინარე კვირაში ვარსკვლავმა ლამაზმანებმა განსაკუთრებით მოგვხიბლეს მოდური თუ თამამი იმიჯით.
შთამბეჭდავი სტილის მასტერკლასი მელანია ტრამპმაც ჩაგვიტარა: აშშ-ს პირველი ლედი ქალაქგარეთ პრეზიდენტის რეზიდენციას ეწვია, რისთვისაც Missoni-ს მუქი მწვანე კაბა და Manolo Blahnik-ის ნარინჯისფერი ფეხსაცმელი არჩია.
პაპარაცების ობიექტივში ბელა ჰადიდიც მოხვდა: სუპერმოდელი ტანისამოსში ერთ ფერს ხშირად ანიჭებს უპირატესობას. ამჯერად წითელ კომბინიზონში მოგვევლინა და იმიჯით ამერიკული "ვოგის" გამოცემის ყურადღებაც მიიპყრო:
ჰეილი ბოლდუინის მეგობრის დაბადების დღისთვის განკუთვნილ იმიჯს "ბაიკერის მეგობარი გოგონა უწოდეს". შეგახსენებთ, რომ კვირის დასაწყისში მოდელი Victorias Secret-ის კასტინგზე იმყოფებოდა, თუმცა შოუში ვერ მოხვდა.
ბიონსემ საკუთარი იმიჯით სოციალური ქსელები კვლავ აღაფრთოვანა: მისმა გამომწვევმა საღამოს კაბამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მშობიარობის შემდეგ დაბრუნებულ იდეალურ ფორმას.
კენდალ ჯენერმა ზაფხულის მიწურულს კოპლებიანი კაბა მოირგო:
ალესანდრა ამბროსიო ბორა-ბორადან დაბრუნდა და ლოს-ანჯელესში იდეალურად შეხამებული დუეტით გამოჩნდა:
სელენა გომესმა კი გულშემატკივრების გული ორიგინალური სამოსით მოიგო: