ამ წლის 24 ივნისს როზი ჰანტიგტონ უაითლი და ჯეისონ სტეტჰემი მშობლები პირველად გახდნენ. ჰოლივუდის მომხიბვლელ წყვილს ბიჭი გაუჩნდა, რომელსაც ჯეკ ოსკარი დაარქვეს. მოდელმა ბავშვის დაბადების შესახებ, ინსტაგრამზე დაწერა და პატარას ხელის ფოტო გამოაქვეყნა. 2 თვის განმავლობაში სუპერმოდელი საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, თუმცა გუშინ ლამაზმანი პაპარაცებმა დააფიქსირეს. როზი ახალი სუნამოს Anine Bing Savage Rose -ის პრეზენტაციაზე მიემართებოდა.
მოდელმა მუქი ჯინსები, შავი ტოპი და კუბოკრული კოსტიუმი არჩია. როზის იმიჯს მომცრო ჩანთა ავსებდა. მისი მსუბუქი მაკიაჟი და თმის სტილი მას ბუნებრივ იერს აძლევდა. გულშემატკივრების აზრით, ლამაზმანი მშვენიერ ფორმაშია.