ბრენდმა Re/Done სინდი კროუფორდთან თანამშრომლობა დააანონსა. კოლაბორაციის რეზულტატი გახდა იდეალური ჯინსი, რომელიც იმეორებს 1990-იანი წლების სილუეტს და სვიტერების ხაზი. ნივთები უკვე ხელმისაწვდომია ბრენდის საიტზე, ასევე ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრ Barneys და პარიზის კონცეპტ-მაღაზიაში Colette.
„ჩემი შვილი გიჟდება Re/Done-ზე, თუმცა მე ამ ბრენდის არც ერთი ჯინსი არ მქონდა. მალე მივხვდი, რომ Re/Done-ს ჯინსები ძალიან მაგონებს Levi’s-ის სილუეტს, რომელსაც ჩვენ ოთხმოცდაათიანებში ვატარებდით. როდესაც მე ამ ყველაფრის შესახებ ჩემს ინსტაგრამ გვერდზე დავწერე, ბრენდის შემქმნელები დამიკავშირდნენ და Crawford’s jeans-ის შექმნა შემომთავაზეს - განაცხადა მოდელმა.