რაიან რეინოლდსა და ბლეიკ ლაივლის ალბათ ეგონათ, რომ გაბედული ნაბიჯი გადადგეს, როცა ქალიშვილს ჯეიმსი დაარქვეს, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ არაა უცნაური, რაც ჰოლივუდის მეამბოხე მშობლები შვილს საპირისპირო სქესის ტანისამოსით მოსავენ. ამბობენ, რომ ბავშვებს სრულ თავისუფლებას აძლევენ და ნებას რთავენ ის ჩაიცვან რაც სურთ. ასე ირღვევა გენდერული სტერეოტიპები და გოგონები კოსტიუმებში, ბიჭები კი კაბებში გვევლინებიან.
გახსოვთ ახალი ამბავი 2006 წელს, რომელიც გვამცნობდა, რომ ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტს გოგონა ჰყავთ? დღეს, შაილოს მისი ძმებისგან ძნელად თუ გავარჩევთ, ის არაერთხელ გამოჩენილა საზოგადოებაში ბიჭის ტანსაცმლით. მშობლები მუდამ მხარს უჭერდნენ გოგონას ამ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისგან დიდი კრიტიკის გადატანა უწევდათ.
შარლიზ თერონის ნაშვილები შვილი ჯექსონი, პატარაობაში ბიჭის ტანისამოსით ჩნდებოდა და მანქანებით თამაშობდა, თუმცა ერთი წელია რაც გოგონას კაბებში ვხედავთ. ინტერნეტში შარლიზის უფროს ბიჭსაც მკაცრად აკრიტიკებენ, თუმცა მსახიობი ამ ყველაფერზე კომენტარს არ აკეთებს.
საზოგადოება არანაკლებ შოკირებული იყო უილ სმიტის შვილის, ჯეიდენ სმიტის გადაწყვეტილებით - რომელმაც კაბებით მოძრაობა დაიწყო. მისი მშობლები მსგავსი პრინციპით მოქმედებენ: "შეგიძლია გააკეთო ის რაც გინდა, მშობლები არ ჩაერევიან გადაწყვეტილებაში იქამდე, სანამ რაიმე საფრთხე არ დაგემუქრება".
კაბების ჩაცმა ჰოლივუდის კიდევ ერთ ვარსკვლავბიჭუნას მოსწონს: მეგან ფოქსისა და ბრაიან ოსტინ გრინის შვილს კაბაში გამოწყობილს ხშირად ამჩნევენ. ნოა მათი უფროსი შვილია, მის გარდა წყვილს კიდევ ორი მცირეწლოვანი ბიჭი ჰყავს. აიღებენ თუ არა ისინი მაგალითს უფროსი ძმისგან, საზოგადოების ინტერსესის საგანია.