Victoria's Secret-ის შოუს შესარჩევმა კონკურსმა წელს საკმაოდ ხმაურიანად ჩაიარა. განსაკუთრებულად საინტერესო ის საქართველოსთვის გახდა, რადაგანაც კასტინგის ფინალში 19 წლის თაკო ნაცვლიშვილიც გადავიდა. თაკოსთან ერთად, შოუში მოსახვედრად ბევრი მოდელი იბრძოდა. ზოგიერთი მათგანი წინა წლებში ჩვენების პოდიუმზე ერთხელ მაინც გამოსულა, უმეტესობა კი ყოველწლიურ შოუში მოხვედრას პირველად ცდილობდა. Victoria's Secret-მა წელს, მოდელების რეკორდული რაოდენობა დაამტკიცა და ზამთარში, აზიაში გამართულ ჩვენებაზე 60 "ანგელოზი" გამოვა. საინტერესოა, რომ წლევანდელი შოუ მოდის მოყვარულებს ახალბედა გოგონების დიდი რაოდენობით დაამახსოვრდებათ. მათი რიცხვი წელს 18-ს აღწევს. წარმოგიდგენთ იმ საუკეთესო გოგონების ათეულს, რომლებიც 2017 წელს Victoria's Secret-ის შოუს პოდიუმზე პირველად გაივლიან :
#10 Estelle Chen / ესტელ ჩენი
ჩინეთი
#9 Mayowa Nicholas / მეიოა ნიკოლასი
ნიგერია
#8 Julia Belyakova/ჯულია ბელიაკოვა
რუსეთი
#7 Alexina Graham/ ალექსინ გრეჰემი
ბრიტანეთი
#6 Gizele Oliveira/ჟიზელ ოლივიერა
ბრაზილია
#5 Nadine Leopold/ ნადინ ლეოპოლდი
ავსტრია
#4 Vanessa Moody/ვანესა მუდი
ამერიკა
#3 Xin Xie
ჩინეთი
#2 Roosmarijn de Kok/როზმარინ დე კოკი
ჰოლანდია
#1 Frida Aasen/ფრიდა ასენი
ნორვეგია