უახლოესი დღეების განმავლობაში მთელი საქართველო Victoria's Secret-ის ყოველწლიური კასტინგის შედეგებს ელოდებოდა, ერთ-ერთი მიზეზი კი ქართველი მოდელის თაკო ნაცვლიშვილის კასტინგში მონაწილეობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ თაკომ ამ პერიოდის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია, სამწუხაროდ მან Victoria's Secret-ის წლევანდელ შოუში მოხვედრა ვერ შეძლო. ამის შესახებ განცხადება ნინო ცქიტიშვილმა გააკეთა :
"მეგობრებო თაკო, Victoria Secret ის შოუს სამწუხაროდ წელს ვერ შეუერთდება. არ იყო მარტივი ამ დღეების მანძილზე მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, მადლობა ყველას ვინც გვერდში გვედექით და გვგულშემატკივრობდით, ძალიან დიდი მადლობა სითბოსთვის, თანადგომისთვის .
თაკომ ძალიან ბევრი იშრომა აქამდე რომ მისულიყო და ამ მაშტაბით გაეცნოთ. მიზანი გვაქვს, შესაბამისად ვაგრძელებთ ბრძოლას მიზნის მისაღწევად!მიზანდასახულობით და დაუღალავი შრომით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, თაკოს წარმატება მხოლოდ ჩვენი ოჯახის წარმატება არ იქნება, ეს მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.კიდევ ერთხელ ყველას ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის დიდ წარმატებას გისურვებ დე შენ ამას იმსახურებ !!!!! We keep on moving and Never give up!! love you"