Victoria's Secret-ის გადაწყვეტილებას ახლა მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის: ცნობილი ბრენდი ყოველწლიური გრანდიოზული შოუსთვის მოდელების გუნდს კრებს. წელს, შოუზე მოსახვედრად თაკო ნაცვლიშვილიც ასპარეზობდა, თუმცა ქართველი მოდელი წელს არ აირჩიეს. თაკო თავდაუზოგავ შრომას აგრძელებს და მასზე იმედებს მომავალ წელს ამყარებენ. 14 ოფიციალურ "ანგელოზთან ერთად, Victoria's Secret-მა უკვე 12 მოდელი დაამტკიცა, თუმცა კიდევ რვა მოდელს განუცხადა უარი:
#1 ბრეგიე ჰეინენი
24 წლის ჰოლანდიელი მოდელი, რომელიც სამოდელო სააგენტომ სოციალურ ქსელში შეამჩნია. ჟურნალის გარეკანზე პირველად 2008 წელს გამოჩნდა, 2010 წელს კი Maroon 5-ს კლიპში მიიღო მონაწილეობა.
Victoria's Secret-ის შოუზე უკვე სამჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული: 2011, 2012 და 2014 წლებში:
#2 რობინ ჰოლზსკენი
20 წლის ჰოლანდიელი მოდელი.
#3 Josie Canseco
20 წლის ამერიკელი მოდელი
#4 ლორენა რაე
23 წლის გერმანელი მოდელი, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ ლეონარდო დიკაპრიოსთან რომანს მიაწერდნენ, რადგანაც რესტორანში ერთად შენიშნეს.
#5 ლორენ დე გრაფი
20 წლის ჰოლანდიელი მოდელი.
#6 ჟენია კატავა
23 წლის მოდელი ბელარუსიიდან
#7 Chantal Monaghan
ავსტრალიელი გოგონა 14 წლის ასაკში კაფეში შეამჩნიეს. შანტალი კასტინგის პასუხებზე განსაკუთრებით ნერვიულობდა, რადგანაც შოუში მოხვედრით კარიერის განვითარება სურდა.
#8 ლეის ოლივიერა
28 წლის ბრაზილიელმა გოგონამ მოდელობა 13 წლის ასაკში დაიწყო. მან Victoria's Secret-ის შარშანდელ შოუში მიიღო მონაწილეობა, თუმცა წელს უარით გაისტუმრეს.