ჯონი დეპისა და ვანესა პარადის უკვე სრულწლოვანი ქალიშვილი სამოდელო ბიზნესს იპყრობს. ლილი როუზ დეპი ცნობილი ჟურნალებისა და ბრენდების ფოტოსესიებში რეგულარულად იღებს მონაწილეობას, თუმცა აქამდე მისი თამამი შიშველი ფოტოები არ გავრცელებულა.
ახლა, 18 წლის გოგონა CR Fashion Book 11-ის ფოტოსესიაში გადაიღეს. ინტერვიუს კითხვები ცნობილმა მსახიობმა ნატალი პორტმანმა დაუსვა. მან ახალგაზრდა ვარსკვლავს კარიერულ ამბიციებზე და ცხოვრებისეულ გამოწვევებზე ჰკითხა.
"ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ პოპულარული მხოლოდ მამაჩემის გამო ვარ. მათ ჰგონიათ, რომ მოდის ინდუსტრიაში მოსახვედრად მე დიდი ძალისხმევა და შრომა არ დამჭირვებია. ვფიქრობ სწორედ ამიტომ მინდება ორმაგად მეტი ვიმუშაო, რათა დავუმტკიცო მათ, რომ რასაც ვაკეთებ მარტივი არაა."-ჰყვება ლილი.