მათ, ვისაც ჰგონიათ, რომ ბავშვებთან ერთად დასვენება აკვაპარკში დაუსრულებელი ვიზიტია, ნერვოზს იწვევს და საკუთარ თავზე დრო აღარ გრჩება, 36 წლის ალესანდრა ამბროსიოს არდადეგებს უნდა შეხედოს. სუპერმოდელი საპირისპიროს ამტკიცებს: საზაფხულო არდადეგებს ალესანდრა ბორა-ბორაზე ატარებს, სადაც ეგზოტიკურ თევზებთან ერთად ცურაობს, მზეს ეფიცხება და სერფინგს მისდევს. ამ ყველაფერს კი 5 წლის ნოა ფენიქსთან და 8 წლის ლუიზასთან ერთად ახერხებს.