მოდა ხანდახან ძალიან რომანტიკულია და შეყვარებულებს მოსიყვარულე თვალებთან ერთად მომაჯადოვებელი იმიჯითაც ამსგავსებს. ისტორიაში არსებობენ წყვილები, რომლებმაც თავიანთი ურთიერთობის მანძილზე გასაოცარი მოდური ტანდემები შექმნეს. წარმოგიდგენთ იმ ლეგენდარულ წყვილებს, რომლებსაც სიყვარული და მოდა აერთიანებდათ.
#1 ლორენ ბეკოლი და ჰამფრი ბოგარტი
კინოს ოქროს ხანის ოქროს წყვილი ერთმანეთს ფილმის გადაღებებზე შეხვდა. რეჟისორმა გადაწყვიტა ბოგარტისთვის ღირსეული პარტნიორი შეერჩია - 18 წლის ლორენი ჯერ მხოლოდ იმით იყო ცნობილი, რომ Harper’s Bazaar-ის ყდაზე მოხვდა. ასე შეიქმნა საკულტო წყვილი, რომლებიც თავიანთ ეპოქას საუკეთესოდ შეეფერებოდნენ: მკაცრი და მარტივი, ზედმეტი დეტალების გარეშე.
#2 ჯონ ლენონი და იოკო ონო
ყველაზე ცნობილი მუსიკალური წყვილი ექსპერიმენტებს აღმერთებდა. ჯონი და იოკო ყოველთვის ერთ მთლიანობას წარმოადგენდნენ: ან სულ თეთრებში იყვნენ გამოწყობილნი ან სულ შავებში. უყვარდათ სათვალეები და ღამის პერანგით გამოჩენის არ რცხვენოდათ.
#3 მიკი და ბიანკა ჯაგერები
Rolling Stones-ის სოლისტს ცხოვრებაში ბევრი მეორე ნახევარი ჰყავდა და უმრავლესობა გემოვნებიანი სტილით ხასიათდებოდა. მაგრამ, ბიანკა ჯაგერს ვერავინ აჯობა. ყველა მისი იმიჯი დაუვიწყარი ხდებოდა.
#4 მადონა და შონ პენი
პოპ-ვარსკვლავისა და მსახიობის ქორწინება თავისი ვნებით ამერიკული მთების ატრაქციონს ჰგავდა: გრძნობების მუდმივი ცვალებადობით. მიუხედავად ამისა, წყვილი საკმაოდ ჰარმონიული იყო. სამწუხაროა, რომ შონისა და მადონას სიყვარული ისეთივე მყარი არ აღმოჩნდა, როგორც მათი სტილის ტანდემი.
#5 ქეით მოსი და ჯონი დეპი
ლამაზები და დასამახსოვრებლები - 90-იანების საკულტო წყვილს ასე თუ აღვწერთ. მოდელისა და მსახიობის რომანი არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა, თუმცა ბოჰემური გახდა. საღამოს წვეულებებს მუდამ შესაშური იმიჯით ესწრებოდნენ.
#6 ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი
კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია თანამედროვე კლასიკას მისდევენ. ქეითის საზოგადოებაში გამოჩენა ყველას არაფრთოვანებს, თუმცა აღსანიშნია, რომ ქმრის სტილი მასთან მუდამ გემოვნებიანადაა შეხამებული.