თაკო ნაცვლიშვილი უკვე რამდენიმე წელია რაც მოდის სფეროში მწვერვალებს იპყრობს. დედამისი, ნინო ცქიტიშვილი, წარსულში წარმატებული მოდელი და ამჟამად დიზაინერი, შვილის მისწრაფებას ქართულ OK!-თან ინტერვიუში მსგავსად იხსენებს: "როდესაც თაკო პატარა იყო საერთოდ არ მიფიქრია, რომ ისიც ჩემს გზას აირჩევდა და მოდელი გახდებოდა, თუმცა 14 წლის ასაკში თაკომ მითხრა რაც სურდა და მეც მის არჩევანს პატივი ვეცი. მას შემდეგ თაკომ უამრავ წარმატებას მიაღწია და მე მისით ძალიან ვამაყობ, რაც შეეხება იმ ემოციებს რომელსაც მისი ნებისმიერი წარმატების დროს განვიცდი, ამის გადმოცემა ალბათ სიტყვებით შეუძლებელია."
ახლა თაკოს მთელი საქართველო გულშემატკივრობს - 19 წლის მოდელი "ვიქტორია სეკრეტმა" გამოარჩია, თუმცა მიიღებს თუ არა მონაწილეობას ბრენდის ყოველწლიურ შოუში, სულ მალე გახდება ცნობილი. მანამდე შევაფასოთ თაკოს საუკეთესო ფოტოსესიები მსოფლიო ბრენდებისთვის.
#1 რუსული "კოსმოპოლიტენი"
#2 ჩინური ჟურნალი SCMP Style
#3 იაპონური Vogue
#4 გერმანული Harper's Bazaar
#5 ჟურნალი C
#6 ციფრული პოლაროიდი
#7 "არმანი"
#8 მექსიკური "კოსმოპოლიტენი"
#9 Raul Romo-ს ფოტოობიექტივში
#10 zuhair murad-ის საქორწილო კაბების კოლექცია