ქართული OK! ცნობილ ბლოგერსა და ბიზნესლედის – ნატუკა ქარქაშაძეს წარმოგიდგენთ. ნატამ სიამოვნებით გაუმხილა ჩვენი ჟურნალის ერთგულ მკითხველებს თავისი საქმიანობის საწყისი ეტაპებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ. როგორ დაიწყო ბლოგინგი და როგორ გადაიზარდა მისი საქმიანობა საკუთარი სამოსის ხაზის ხელმძღვანელობაში – წაიკითხეთ ნატუკასთან ინტერვიუში.
ნატუკა, გაიხსენეთ, როგორ და რა ასაკში დაინტერესდით მოდით, ბლოგინგით?
ბლოგის კეთება 2010 წელს, 24 წლის ასაკში დავიწყე. ამის შემდეგ სულ მალევე გავხდი უკრაინული ELLE-ის კოლუმნისტი და ჩემი სტატიების გამოქვეყნება დავიწყე მათ ვებგვერდზე. ამას მოჰყვა ჩემი, როგორც მოდის ჟურნალისტის, თანამშრომლობა ამერიკულ GLAMOUR-თან, BURO24/7-ის რუსულ და შუააზიურ ვერსიებთან. ასევე ყაზახურ HARPER'S BAZAAR-თან.
2014 წელს კი, ჩემს ბიზნესპარტნიორ ნინო წილოსანთან ერთად დავაარსე ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების ონლაინმაღაზია N-DUO-CONCEPT.COM რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. დღეს ჩვენს საიტზე ყველაზე მეტი გაყიდვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის.
2015 წელს დავაარსეთ ქალის ტანსაცმლის ჩვენი ხაზი N-DUO. პროდუქცია მსოფლიოს 10-მდე მაღაზიაში იყიდება, რაც ახალგაზრდა ბრენდისთვის ძალიან კარგი შედეგია.
გაიხსენეთ თქვენი, როგორც ბლოგერის, ისტორია.
ბლოგინგის პერიოდში აქტიურად ვესწრებოდი და ვაშუქებდი მოდის კვირეულებს მსოფლიოს მოდის დედაქალაქებში. ვწერდი ტენდენციებზე, საინტერესო სიახლეებზე. ამ პერიოდმა უდიდესი გავლენა იქონია ჩემს მომავალ საქმიანობაზე, რადგან მაშინ დაგროვილმა გამოცდილებამ და კონტაქტებმა ძალიან ბევრი სასიკეთო წვლილი შეიტანა ჩემს ბიზნესსაქმიანობაში.
თქვენ გაქვთ ტანსაცმლის საკუთარი ხაზი. გვესაუბრეთ, როგორ ჩამოაყალიბეთ და რა სეგმენტზეა გათვლილი?
ბრენდი N-DUO იქმნება ნებისმიერი ასაკის ქალისთვის, რომელსაც აქვს განსაკუთრებული სტილის შეგრძნება, არ არის ჩაბღაუჭებული მხოლოდ დიდ და ცნობილ ბრენდებს, და საკუთარი ხელწერით ირგებს, ატარებს ტანსაცმელს. ფასის მხრივ, ვცდილობთ ვიყოთ კონკურენტუნარიანები ისედაც უზომოდ გაჯერებულ ბაზარზე. პროდუქცია გათვლილია Contemporary, affordable luxury-ის მომხმარებელზე.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის აგვისტოს ნომერში...