სერიალის Sex and the city-ის გულშემატკივრებს მისი სერიების მრავალჯერ ყურება არ ბეზრდებათ, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი სერია (თუ ფილმებს არ ჩავთვლით) 2004 წლის თებერვალში გამოვიდა. მოდის მოყვარულები სერიალის გმირებისგან დღემდე მაგალითს იღებენ, რათა უფრო მოდურად და ელეგანტურად ჩაიცვან. ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა კერი ბრედშოუმ მსოფლიო მოდის მოყვარულებს დიდი შთაგონება მისცა. მისი მოდური გადააწყვეტილებები დღემდე აქტუალური რჩება.
#1 გამჭვირვალე ფეხსაცმელი
კერის ასეთი ფეხსაცმელი ძალიან უყვარდა და მზად იყო მთელი ჰონორარიც კი დაეხარჯა რომელიმე მათგანის მოსაპოვებლად. გამჭვირვალე ფეხსაცმელზე დღეს აქტიურად ნადირობენ მოდის მოყვარული გოგონები.
#2 ვარდისფერი
ვარდისფერი ფერი მოდურ სამყაროში აქტიურ ტალღად შემოიჭრა, თუმცა კერი მისი მეშვეობით 13 წლის წინ ბრწყინავდა.
#3 კაბა ჯინსებზე
ეს ტრენდი მსოფლიო ქუჩის სტილში უკვე აქტიურად დამკვიდრდა, თუმცა ოდესღაც ჩვენი საყვარელი გმირის თამამი თუ უცნაური გადაწყვეტილება გვაოცებდა.
#4 ბაფთები
ნიუ-იორკელი მწერლის საყვარელი დეტალი ყველაფერზე მოდურია: ჩანთებზე, კაბაზე, შარვლებსა თუ გარდერობის სხვა ნივთებზე.
#5 მრავალშრიანი ტანისამოსი
ნებისმიერი იმიჯია მიმზიდველი თუ მრავალფეროვან შრეებს, ფერებსა და ფაქტურას მოიცავს. ამ ტრენდის აქტიური მიმდევრები მირანდა ქერი და ოლივია პალერმო არიან.