რამდენიმე დღის წინ, Victoria's Secret-ის შოუზე მოსახვედრად კასტინგზე 15 შერჩეული გოგონა გასინჯეს. პაპარაცებმა მოდელები ბრენდის ოფისის დატოვების შემდეგ დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ წელს, შოუზე მოსახვედრად ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი იბრძვის. როგორც ირკვევა, 15 მოდელიდან საფინალო სინჯებისთვის მხოლოდ 6 გოგონას დაურეკეს. მათ შორის მოხვდა თაკო ნაცვლიშვილიც. კონკურენცია დიდია და საბოლოო პასუხისთვის გოგონები კვლავ განაგრძობენ ბრძოლას.