სკოლაში წასვლისთვის მზადება ნელ-ნელა უკვე აქტიურ ფაზაში გადადის. ცნობილი მოდის ბრენდები ბავშვების სამოსის საკუთარ კოლექციებს წარმოგვიდგენენ. Dolce & Gabanna-ს შემდეგ, „გუჩის“ კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელეც წარმოგვიდგენს იმ იმიჯს, რომლითაც დაწყებითი კლასის მოსწავლეები სკოლაში უნდა წავიდნენ. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში ბრენდმა თავისი ხელწერა გაიმეორა და პატარებს დიდებისთვის განკუთვნილი კოლექციების ტრადიციები მოარგო. კოლექცია 4-დან 12 წლამდეა განკუთვნილი და უკვე გაყიდვაშია.