არასდროს არ გვინდა, რომ ზაფხული დამთავრდეს. მას როგორც შეგვიძლია ისე ვიხანგრძლივებთ: ფილმების ყურებით თუ განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნით. წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლებიც საზაფხულო სეზონზე ძალიან გასიამოვნებთ:
#10 A Bigger Splash, 2015
რეჟისორმა განუმეორებელი ტილდა სუინტონისა და დაკოტა ჯონსონის მონაწილეობით იტალიის ულამაზესი კუნძულის თვალწარმტაცი გარემო წარმოგვიდგინა.
#9 Magic in the Moonlight
ვუდი ალენმა ილუზიონისტი კოლინ ფერტი და ჯადოქარი ემა სტოუნი ლაჟვარდოვან სანაპიროზე გაგზავნა.
#8 Somewhere, 2010
კოპოლამ ფილმი ლოს-ანჯელესის ყველაზე გამორჩეულ სასტუმროში გადაიღო. 12 წლის ელ ფანინგმა კარიერის ახალ საფეხურზე გადაინაცვლა, რეჟისორმა კი მეორე "ოქროს ლომი" მოიპოვა.
#7 Spring Breakers, 2012
4 ახალგაზრდა გოგონა დასასვენებლად მიემგზავრება და არ სურთ რომ არდადეგებმა მოსაწყენად ჩაიაროს. ბედმა მათ ცხოვრებაში სახიფათო ნაცნობი გამოაჩინა. შეაფასეთ სელენა გომესი, ვანესა ჰაჯენსი და ჯეიმს ფრანკო ფლორიდის სანაპიროებზე.
#6 Café Society 2016
ვუდი ალენის ბოლო ფილმი 1930-იან ჰოლივუდურ სიყვარულზე მოგვითხრობს. გლამურულ საზოგადოებაში კრისტენ სტიუარტი და ჯესი აიზენბერგი ერევიან.
#5 Song to Song 2017
ფილმის საყურებლად მხოლოდ მისი შემოქმედებითი ჯგუფიც კი კმარა: რაიან გოსლინგი, რუნი მარა, ნატალი პორტმანი, მაიკლ ფასბენდერი და ქეით ბლანშეტი. სექსუალური და მუსიკალური დრამა ბევრ ინტრიგას გპირდებათ.
#4 By the Sea 2015
ანჯელინა ჯოლი თავის ფილმში საყვარლებს შორის ურთიერთობებს იკვლევს. სასიყვარულო ურთიერთობები მალტის მშვენიერი პეიჟაზების ფონზე ვითარდება.
#3 Mustang 2015
ოსკარზე ნომინირებულ ფილმში რეჟისორი გვანახებს თუ რა მოსდით გოგონებს, რომლებიც კონსერვატიული მშობლების მიუხედავად ბიჭებთან ზედმეტად ახლო ურთიერთობებს ამყარებენ.
#2 Julieta, 2015
პედრო ალმადოვარის ფილმი ქალთა ფსიქოლოგიის შტრიხებზე.
#1 Moonrise Kingdom, 2012
უეს ანდერსონის ამ ფილმს თავისუფლად შეგვიძლია კლასიკა ვუწოდოთ მის ჟანრში. პატარა სემი და სუზი იმ კუნძულიდან გაქცევას გეგმავენ, სადაც რეალურ ცხოვრებაში 88 ადამიანი ცხოვრობს.