მსოფლიოს მოდური ჟურნალების ყდების ლიდერები ჯიჯი და ბელა ჰადიდები გახდნენ. დებმა სექტემბრის თვის საერთაშორისო გამოცემები დაიპყრეს. მიუხედავად მიღწეული კოლოსალური პოპულარობისა, ჯიჯი და ბელა რეკორდების დამყარებას წარმატებულად განაგრძობენ. სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა გამოცემის ყდაზე ორივე განსხვავებულად მომხიბვლელი და მიმზიდველია, შევაფასოთ მათი მრავალმხრივი იმიჯი:
ბელა ჰადიდი
#1
არაბული Vogue
არაბული "ვოგის" სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ გამოვიდა და ჟურნალის პირველი გამოცემის ყდაზე ჯიჯი ჰადიდი მოხვდა, რომელმაც ინტერვიუში თავის პალესტინურ ფესვებზეც ისაუბრა. მისგან განსხვავებით, ბელა სექტემბრის ნომერში ჰიჯაბით მოგვევლინა. ყდის მეორე ვარიანტი არანაკლებ ეფექტური აღმოჩნდა: მოდელი შავ პალტოსა და ვუალს იხდენს.
#2
ჩინური Vogue
ბელა ჰადიდისა და ჩუ ვონგის გარეკანს ჩინური "ვოგის" მკითხველი დიდი ხანია ელოდა.
#3
ჩინური Harper's Bazaar
ბელამ ჩინეთში მეორე ჟურნალის გარეკანი ამჯერად უკვე მარტომ დაიპყრო. ბელას "შანელის" ტვიდის კოსტიუმი აცვია, რომელიც სხეულის ყველა ნაწილს ვერ უფარავს.
#4
ჩინური ELLE
მესამე გარეკანი ჩინეთში ბელა ჰადიდის შთამბეჭდავი მზერით:
#5
რუსული ELLE
პრადას კაბით
#6
ესპანური Vogue
ჯიჯი ჰადიდი
კორეული Vogue
ჯიჯის კორეული "ვოგისთვის" ყდის ორი ვარიანტი გადაუღეს. სუპერმოდელი საშემოდგომო ტანისამოსით საკმაოდ სექსუალურად და შთამბეჭდავად გამოიყურება.
აღსანიშნავია, რომ ბელა ჰადიდი ქართული OK!-ს ივნისის ნომრის გარეკანზე იყო: