ალბათ როგორ გაგიმართლა, როცა დაბადების დღე წელიწადის ყველაზე ცხელ თვეში გაქვს. წინა დაბადების დღე კარა დელევინმა იბიცაზე, კრუიზში აღნიშნა, ამ წელს კი გოგონების მხიარული სამეგობრო წრე შეკრიბა და მექსიკისკენ აიღო გეზი. სუპერმოდელმა თავისი 25-ე დაბადების დღის წვეულებით ფილმის "ვალერიანის" წარმატებაც აღნიშნა. დაბადების დღეზე ცნობილი მოდელები იყვნენ მიწვეულნი, მათ შორის კარას და პოპი დელევინი და ედვოა ებოა.
როგორც სურათებიდან ჩანს, იუბილარს გოგონებმა სიურპრიზი მოუწყვეს და მისი სახელობის მაისურები და შარვლები ჩაიცვეს. გოგონების სექსუალურმა გართობის ფოტოებმა ინსტაგრამ გვერდი შემდეგი ჰეშთეგით მოიცვა: #sexico - მექსიკისა და სექსუალურის შერწყმა.
პოპი დელევინი და ჯორჯია მეი ჯაგერი