2016 წლის ნოემბერში ცნობილი მსახიობის, მეგან მარკლის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. რასაც 35 წლის განმავლობაში მიაღწია, უკვე მნიშვნელობა ეკარგება, რადგანაც ის პრინცი ჰარის შეყვარებული გახდა. ორი "ოქროს ბილეთიდან" ერთ-ერთი ქეით მიდლტონმა მოიპოვა, მეგანის ბედის განვითარებას კი დრო გვიჩვენებს, ფაქტია მის მარკლი კემბრიჯის ჰერცოგინიას სათანადო კონკურენციას უწევს. სანამ პრინცი ჰარი თავის შეყვარებულს 36 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაუვიწყარ აფრიკულ არდადეგებს უწყობს, ვნახოთ თუ როგორ შეიცვალა მსახიობმა ჩაცმულობა და ცხოვრების სტილი, იმისთვის რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რიგებში გარევა შეძლებოდა.
სტილის ძალა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბრიტანელებმა მეგანის სტილის მოწონება დაიწყეს. ამერიკელი სერიალების ვარსკვლავი უეცრად ტიპურ ბრიტანელ გოგონად იქცა.
2016-2017
მეგანმა პირველ რიგში გარდერობის გამოცვლა გადაწყვიტა. მისი სამოსის ცვლილება ნამდვილად სტრატეგიული ხასიათის გამოვლინებას ასახავს.
2015-2017
ამ საოცარი მეტამორფოზის ავტორი ჯესიკა მარლუნია - ტოპ სტილისტი მსახიობთან უკვე 6 წელია მუშაობს. მისი მეორე კლიენტი კანადის პრემიერ მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს ცოლია. ამიტომაც, ჯესიკამ კარგად იცის დიპლომატიური ჩაცმის ხერხი.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მეგანი ამერიკული ბრენდების ერთგული გულშემატკივარი იყო. მისთვის სპეციალურად კერავდნენ, რათა წითელ ხალიჩაზე ბრწყინვალედ წარდგარიყო. თუმცა, ახლა ჰოლივუდისთვის დამახასიათებელი სტილი წარსულს ჩაბარდა. ბრიტანულ საზოგადოებაში ადაპტაციისთვის მსახიობი უკვე ბრიტანულ ბრენდებს მიმართავს და სამეფო ოჯახის წევრებისგან იღებს შთაგონებას.
მეგანის გარდერობში ბრიტანელების საყვარელი ბრენდის Erdem-ის კაბები, ინგლისელი დიზაინერის ანტონიო ბერარდის ქვედაბოლოები, Burberry-ისა და Hobbs-ის ქურთუკები გაჩნდა.
გოგონას ფეხზე Hunter-ის ბოტებიც შენიშნეს, რომელიც დედოფლის საყვარელი ბრენდია, თუმცა მისი ყველაზე დიდი მოყვარული თავად პრინცესა დაიანა იყო.
მეგანი პრინცის საგულშემატკივროდ პლატფორმიანი ფეხსაცმლით გამოცხადდა. ქეით მიდლტონიც არაფორმალურ შეკრებებზე მსგავს ფეხსაცმელს ამჯობინებს.
ახლა, მეგან მარკლის სახელი ყველა ბრენდისთვის საუკეთესო პიარია.