ჩინურმა Vogue-მა ახლახანს გამოსცა ჟურნალი, რომლის გარეკანსაც მთელი წლის განმავლობაში ელოდებოდა "ვოგის" მკითხველი. გარეკანზე ოთხი მაღალი დონის მოდელია გამოსახული. პირველ ყდაზე ბელა ჰადიდი და ჩუ ვონგი, რომელთაც კრისტიან დიორი აცვიათ, სურათები პარიზის ქუჩებში პატრიკ დემარშელიეს მიერ არის გადაღებული. მეორე გარეკანზე კი ანა ევერსი და ფეი ფეი სანი პრადას ტანსაცმელში არიან გამოწყობილი. სურათები ცნობილი ფოტოგრაფის კოლირ შორის მიერაა გადაღებული.