ბიონსემ თავის გულშემატკივრებს ახალი ფოტოები გაუზიარა, რითიც მათი სასიამოვნო გაოცება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალმა მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ ტყუპები გააჩინა, მისი სხეული ბრწყინვალე ფორმაშია. ამას გარდა, ვარსკვლავს ახალ კადრებში ეტყობა, რომ ვარჯიშს აქტიურად მისდევდა.
ბიონსე უკვე სამშვილიანი დედაა, თუმცა ცხოვრების წესის შეცვლას არ აპირებს, ამიტომაც კონცერტებზე დასწრება კვლავ მის გეგმებში შედის. ბიონსე თამამი იმიჯით კენდრიკ ლამარის კონცერტს ეწვია: მაღალწელიანი მოკლე შორტები, ყვითელი ტოპი, მაღალქუსლიანი ბათინკები და Louis Vuitton-ის ჩანთა - მთლიანი ჩაცმულობა ორი ათას დოლარზე მეტი ღირებულებით ხასიათდება.