უკვე ერთი წელია რაც მსოფლიო ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინებას განიხილავს. მთელი წლის განმავლობაში გაყრის პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა უკვე რამდენიმე თვეა რაც გაჩერებულია და არ სრულდება. როგორც ჩანს, ვარსკვლავები მის გააქტიურებას ჯერ კიდევ არ აპირებენ. ტაბლოიდების ცნობით, წყვილმა პროცესში შესვენება იმიტომ აიღო, რომ ურთიერთობაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს და შერიგება განიხილოს.
დიდი დრო არაა გასული, რაც ვარსკვლავებს ორმა უდიდესმა გამოცემამ საოცარი ფოტოსესია მოუწყო. განშორებისგან გამოწვეულ პირად გრძნობებზე ჟურნალმა GQ-მ ბრედ პიტი, ხოლო ჟურნალმა Vanity Fair ანჯელინა ჯოლი აალაპარაკა. ბრედმა ისაუბრა, რომ მავნე ჩვევა, კერძოდ ალკოჰოლიზმი, რომელიც მის ყოფილ ცოლს აღიზიანებდა, მიატოვა და სამკურნალო თერაპიაც ჩაიტარა. ის Glastonbury-ს მუსიკალურ ფესტივალზეც კი მხოლოდ და მხოლოდ ჩაის სვამდა და არანაირ ალკოჰოლს არ ეკარებოდა. რაც შეეხება ანჯელინას, მან განშორება მძიმედ გადაიტანა და მზადაა მეორე შანსი მისცეს თავის ყოფილ მეუღლეს.
შესაძლოა ჰოლივუდურმა წყვილმა მალე შერიგების შესახებ გაავრცელოს ინფორმაცია, ან ეს ფაქტი უბრალოდ იმას ხსნიდეს, რომ მათთვის პირველ ადგილას შვილების პრიორიტეტები დგას.